ადაპტაციური პროცესების ზოგიერთი მექაზნიმები

Main Article Content

Mariam Gagnidze

Abstract

გარემოდან ინფორმაციის აღქმის და მასზე რეაგირების უნარი გააჩნია არა მხოლოდ ყველა ცოცხალ ორგანიზმს, არამედ ნებისმიერ ტექნიკურ მოწყობილობას. მაგრამ ადაპტირების უნარი, სიტუაციის მიხედვით, დამახასიათებელია მხოლოდ ცოცხალი არსებებისათვის. განასხვავებენ ადაპტაციის ორ სახეობას. თუ პირველი მოკლევადიანი ადაპტაცია აღინიშნება უშუალოდ გამაღიზიანებლის მოქმედების დაწყების შემდეგ და რეალიზდება უკვე არსებული ფიზიოლოგიური მექანიზმების საფუძველზე, მეორე გრძელვადიანი ადაპტაცია თანდათან ვითარდება, ორგანიზმზე სტრეს-ფაქტორების ხანგრძლივი ან მრავალჯერადი მოქმედების შედეგად.


ორგანიზმზე ნებისმიერი გარეშე ან შინაგანი ზემოქმედება, რომელიც საჭიროებს საპასუხო რეაქციას, წარმოადგენს სტრესს. ფიზიკურ-ქიმიური და გარემოს სხვა ფაქტორების გარდა, ცალკე გამოყოფენ სოციაურ-ეკონომიკურ სტრესულ ფაქტორებს, რომლებიც ახდენენ ზემოქმედებას ადამიანის ორგანიზმზე ფსიქოსომატიკის მექანიზმების მიხედვით.


გენეტიკური პროგრამის პოტენციალის რეალიზაციისთვის აუცილებელია, რომ ორგანიზმმა მთელი თავისი განვითარების მანძილზე განიცადოს სტრეს ფაქტორების ზემოქმედება ზომიერ დიაპაზონში.


გარემოს დაბინძურება, რომელიც ძალიან ახლოსაა კრიტიკულთან, ახდენს ამ სტრესზე ორგანიზმის ადაპტაციური პასუხის შესწავლის აქტუალიზირებას. განსაკუთრებით მწვავე გამოვლინებები აღინიშნება ბავშვებში ეკოლოგიურად არახელსაყრელ რაიონებში. ვლინდება ფიზიკური განვითარების დარღვევა, ფუნქციური რეზერვების შემცირება და ავადობის შესაბამისი ზრდა.


შეიცვალა ინფორმაციის მიწოდების წესი და ბავშვის მიერ მისი აღქმის გზა. აღინიშნება აღქმის დაჩქარება და მრავალსახეობისადმი უნარის განვითარება. უარყოფით შედეგებს მიაკუთვნებენ კოგნიტიური ფუნქციების დაკარგვას (ინფორმაციის ზედაპირული აღქმა, აზროვნების უნარის დაკარგვა, გონებრივი შრომისუნარიანობის, ფაქტების კრიტიკული შეფასების და ინფორმაციის ნაკადში ორიენტირების უნარის შემცირება), მორალური და ზნეობრივი პრინციპების, ფასეულობების ორიენტირების დამახინჯებას, ფსიქიკური ინფანტილიზმის გაჩენას. ვარაუდობენ, რომ ასეთი ცვლილებების მექანიზმს წარმოადგენენ ეპიგენეტიკური პროცესები ‒ როგორც განვითარებადი ორგანიზმის ადაპტიური პასუხი სოციალურ სტრესზე.

Keywords:
ადაპტაციური პროცესები, სტრესული ფაქტორები
Published: May 27, 2021

Article Details

Section
Humanities, Psychology